უკან
სამართალი
18 დეკემბერი, 2018 14:00
ზაზა სარალიძე შსს-შია დაბარებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. უწყებაში შეხვედრა 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
ზაზა სარალიძის განცხადებით, ის უნდა შეხვდეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძესა და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს საქმის დეტალების გასაცნობად.
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივა.