უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2018 16:50
font-size

ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს.

მათ მოითხოვეს, რომ დადგინდნენ ის პირები, ვინც მათი ვიზიტი ჩაშალა და გერმანიაში ცრუ ინფორმაცია გააგზავნა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირია.

„ჩვენ ვითხოვთ და მივმართეთ წერილით შალვა თადუმაძეს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, ვინ იყო ის თანამდებობის პირი, რომელმაც აღნიშნული ცრუ დასმენა გააგზავნა, როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშორის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურში, რასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია და რატომ გამომაცხადეს მე, დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი, ზაზა სარალიძესთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ხელშემწყობად“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა.

მისივე თქმით, გერმანიაში საქართველოდან გაგზავნილ ინფორმაციაში საერთოდ არ იყო ნახსენები მათი სტრასბურგში ვიზიტი.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე ორ ქვეყანაშია დაწყებული.

„ეს იყო სრულიად მშვიდობიანი ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების ინფორმირება, იმ გახმაურებულ საქმეებთან და გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, ეს იყო განაჩენი სოსო გოგაშვილისთვის, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. ორ ქვეყანაშია დაწყებული გამოძიება ჩვენი ვიზიტის ჩაშლის საქმეზე. ჩვენ უკვე მასალები მივაწოდეთ, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციას, ასევე გავაგზავნეთ აშშ-ში. დღეს უკვე ქართულ სამართალდამცავ უწყებას მივმართეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ პირთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩაშალა სტრასბურგში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტი“, - განაცხადა კილაძემ.

მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს - პაატა სალია

23 ივლისი, 2019 , 16:56

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებს. საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თა

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

23 ივლისი, 2019 , 16:08

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს. „2019 წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო

პასუხისგებაშია მიცემული პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები პირველმა ატვირთა და გაავრცელა -შსს

23 ივლისი, 2019 , 14:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცე

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

23 ივლისი, 2019 , 12:10

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. „დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით

ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

23 ივლისი, 2019 , 08:12

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებითინფორმაციას ავრცელებს. „23 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში

ოთხი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დედა და დეიდაა დაკავებული

22 ივლისი, 2019 , 16:02

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს