უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 დეკემბერი, 2021 23:39
font-size

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“უბედნიერესი ადამიანი ვარ - დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს.

4 დეკემბერს, ბათუმმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ "ევროპაბეთი" ამ წარმატების მონაწილე თანაბრადაა. ამ კომპანიამ დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამას არ დავივიწყებ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები! აქამდეც მითქვამს, რომ "ევროპაბეთმა" და "პოპსპორტმა" ამ გუნდის ისტორიის დაწერაში უდიდესი როლი შეასრულეს. "ევროპაბეთმა" აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ იდეა წარმატებად."

დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.

ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, "შავი ზღვის პირატებს" უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.

ევროპაბეთი დინამო ბათუმს ჩემპიონობას ულოცავს

“ერთად ვწერთ ისტორიას” - დინამო ბათუმის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია “ევროპაბეთის” თანამშრომლობა 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ იდეით დაიწყო. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია: ისტორია დაწერილია - დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

როგორ მივიღოთ ბიზნეს სესხი?

12 იანვარი, 2022 , 13:27

ბიზნესის დასაწყებად ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის, ბიზნეს სესხით სარგებლობა კარგი საშუალებაა. კომპანია MBC 100 000 ლარამდე ბიზნეს სესხს გამარტივებული პროცედურებით გთავაზობთ. MBC-ის ბიზნეს სესხის შემთხვევაში ნე

ჯადოსნური საახალწლო და საშობაო სიურპრიზი ბენტლი მოტორსისგან, ქრუდან

10 დეკემბერი, 2021 , 14:38

-სადღესასწაულო დღეების მოახლოვებას ბენტლი ჯადოსნური კამპანიით ეგებება. ის სავსეა ოსტატურად, ინოვაციურად და ეკოლოგიურად შესრულებული სამუშაოს დეტალებით -გონებამახვილმა შეგირდებმა, დიზაინერებმა და ოსტატებმა, ქრუდან, შექმნეს

BENTLEY აღნიშნავს ავტომობილის პირველად მიწოდების საუკუნოვან იუბილეს

8 დეკემბერი, 2021 , 15:22

ბენტლი მოტორსი 2021 წელს აღნიშნავს კლიენტისთვის პირველი ავტომობილის გადაცემის საუკუნოვან იუბილეს. მოდელი 3-Litre, რომელიც დარეგისტრირდა 1921 წელს სახელმწიფო ნომრით KS 1661, შეიძინა ნოელ ვან რაალტემ (Noel van Raalte) 

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

4 დეკემბერი, 2021 , 20:00

-საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს -კლუბის ავტობუსმა რუსთაველის გამზირი ფანების ოვაციების თანხლებით გაიარა -ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა საქართველოს 2021 წლ

ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

2 დეკემბერი, 2021 , 16:19

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვა

ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა

24 ნოემბერი, 2021 , 16:00

-ტრიუმფი დრამატულ ფინალში - რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია! -ქართველმა გეიმერმა eFootball-ის მუნდიალი მოიგო -ევროპაბეთმა ჩემპიონი პარტნიორობის ფარგლებში დაასაჩუქრა  ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი