უკან

რეგიონები

21 ოქტომბერი, 2019 12:20
font-size

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს, მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება.

ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი.

აღნიშნული ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულებაა 1 125 000 ლარი.

სამელიორაციო ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

ონის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

21 თებერვალი, 2024 , 14:26

ონის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. მათივე ცნობით,  სოფლებ  უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტ

მეწყრული პროცესების გამო, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16 თებერვალი, 2024 , 08:31

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ სა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

7 თებერვალი, 2024 , 16:46

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მიმდინარ

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

6 თებერვალი, 2024 , 11:59

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი