უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2020 16:25
font-size

ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ - თეონა თამაზაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატების ნაწილი შეიკრიბა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც მივიდა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, მკვლელების დადგენის ნაცვლად, ადვოკატს ებრძვიან და მისი საქმიდან ჩამოშორება სურთ.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია, უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო.

მან დაასახელა წყარო. რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო რომ ეთქვათ. თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონმა დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო. რატომ არ ასაჯაროვებენ? ალბათ მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროვება“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, „იარაღით უკანონოდ ვაჭრობაზე როდესაც გააკეთეთ განცხადება, საიდან მიიღეთ ინფორმაცია, იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე“, თამაზაშვილი პასუხობს, რომ კომპიუტერში წაიკითხა, ხოლო ფურცხვანიძემ სტატია მოგვიანებით გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა. ფურცხვანიძის სტატია შემდეგ იყო. ნახეთ, იმ სტატიაში იგივეზეა ლაპარაკი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენთვის რამდენად სარწმუნოა სატელიტის ფოტომასალა“, თამაზაშვილი ამბობს, რომ „საწინააღმდეგოს თუ დაუმტკიცებენ, შვილის თვითმკვლელობის ფაქტს აღიარებს, სხვა შემთხვევაში ზეპირსიტყვიერებას არ დათანხმდება“.

„ჩემთვის სარწმუნო იქნება, თუ ისინი დადებენ და დამიმტკიცებენ საწინააღმდეგოს, რომ იქ იდგა მანქანა. მაშინ დავიჯერებ, ხელებს ავწევ და საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და წავალ სახლში, დავჯდები და ვიგლოვებ ჩემს შვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირ ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

წყარო

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე