უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2017 12:05
font-size

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სავარაუდო დისკრიმინაცია აღმოფხვრა

2017 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური დახმარების მიმღებად, მათ შორის, განსაზღვრულნი იყვნენ მარტოხელა დედები. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პროგრამიდან მარტოხელა მამების გამორიცხვა წარმოადგენდა დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.

საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა. 2017 წლის 2 მარტს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა. შესაბამისად, „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით“.

სახალხო დამცველი მიესალმება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სწრაფ რეაგირებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას სავარაუდო დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავს პრაქტიკას სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიც მიმართავენ.

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ