უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2018 12:10
font-size

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამის ცვლილებებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ინიციატივა საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს პოლიტიკა ლიზინგზეც გავრცელდეს.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას რეგულაციაში, რომლის თანახმადაც, 100 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მხედველობაში მაქვს ე.წ ამხანაგობები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც დაფიქსირდა 2016-2017 წლებში. ლარიზაცია ჩვენი სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოზიციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ და ეს ნაბიჯი არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამ გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის 

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2019 , 15:45

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართვ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთ