უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 თებერვალი, 2021 21:57
font-size

„ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა”

ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

,,ძალიან ბევრი მეფიქრება იმაზე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვერ ვაგებინებ ჩემ ხალხს.

ბაყაყის მაგალითს შეგახსენებთ: თუ ბაყაყს მდუღარეში ჩააგდებ, ის აუცილებლად ამოხტება, მაგრამ თუ ცივ წყალში ჩასვამ და ცეცხლზე შედგამ, ის ვერ ხვდება, როდის გახდა წყალი საგანგაშოდ ცხელი და იხარშება. ეს მეტაფორაა, კარგი მეტაფორა.

როცა რუსეთმა ბომბები დაგვიშინა, ან როცა გავრილოვი დავინახეთ სპიკერის სავარძელში, ეს მდუღარეში ჩაგდებასავით იყო და ამოვხტით მთელი ძალით. მაგრამ მტერმა ტაქტიკა შეცვალა – ამჯერად ნელ-ნელა გვიმატებს ტემპერატურას, ნელ-ნელა მოიმატა ქვეყანაში ავტორიტარიზმმა – რუსული მმართველობის სტილმა. და ჩვენ ჯერ არ ამოვხტით, გვგონია, რომ ჯერ საგანგაშო ტემპერატურამდე არ მისულა წყალი/გარემო პირობები.

მე ვხვდები, რომ უკვე ისეთ ზღვარზე ვართ, რის მერეც ჩავიხარშებით და დავითუთქებით, მაგრამ სხვებს ვერ ვუხსნი, ვერ ვაგებინებ.

ეს ხომ ჩვეული ნაც-ქოცური ჩხუბიაო, ამბობს ბევრი, ტემპერატურამ მხოლოდ ორიოდ გრადუსით იმატაო, დიდი ამბავიო, მელიაზე ხომ არ დავიგლეჯთ ნერვსო. არადა ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა.

რა გავაკეთო? როგორ ავხსნა? როგორ დავაჯერო სხვები, რომ ამ პატარ-პატარა უკუსვლებით ხრამის პირას მივედით, სადაც თუ ჩავვარდით, კიდევ 100 წელს დავკარგავთ.

რა ვქნათ?”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,