უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 აგვისტო, 2018 10:45
font-size

ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისთვის შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა, რომლითაც სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისთვის შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.

„დავალიანება უკვე გადავიხადეთ. ცენტრისგან ვითხოვთ, რომ ჩვენს მდგომარეობას გადახედონ და ერთხელ კიდევ შეისწავლონ, ვინაიდან დღეს აბიტურიენტების მიერ არჩევანის გაკეთების ბოლო დღეა და რომ არ დაზარალდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვთ მითითებული. ისინი გველოდებიან, როგორი შედეგი იქნება. იმედი გვაქვს, ცენტრი ამას გაითვალისწინებს“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

მისი თქმით, უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გადაწყვეტილებაზე ოფიციალური წერილი არ მიუღია, ამიტომაც IBSU სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავს.

„ვმსჯელობთ სააპელაციო საბჭოს მივმართოთ თუ სასამართლოს. როცა შესაბამის წერილს მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ“, – განაცხადა რექტორმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული პროცესი დროში გაჭიანურდება და აბიტურიენტების მიღებას შეაფერხებს.

„ამ პროცესს დრო მიაქვს და პირველკურსელების მიღება ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მათ ვერ მიიღებს, რადგან დრო უკვე იწურება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცენტრს მივმართოთ, ჩვენს საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს და იმედი გვაქვს, გადახედავენ. განცხადება შეგვაქვს, რომ დავალიანება გადახდილია. დღეს 18 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს შეცვლის უფლება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა, შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

ამასთან, ცენტრის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი