უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2020 20:05
font-size

ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ ვიღებთ, არ ჯდება ლოგიკაში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებთან შედარებით ჩატარებული ტესტების რაოდენობა განახევრებული იყო, დღეს ინფიცირებულების რაოდენობა გაზრდილია.

ჭიაბერაშვილის თქმით, ეს აჩენს ეჭვს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.

ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.

„დღეს ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. ამ დროს ვხედავთ, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრებულია. რაღაც მომენტში ეს რაოდენობა 12 000 -13 000 იყო, ხოლო დღევანდელი ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პრაქტიკულად მივიღეთ ჩატარებული 5000-ზე ოდნავ მეტი ტესტიდან.

ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს უფრო მეტი ახსნა-განმარტება, თუ უფრო ნაკლები ტესტიდან მეტი ინფიცირებულთა რაოდენობა ამოდის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეპიდემიის გავრცელება სინამდვილეში უფრო მასშტაბურია, რომ ჩაგვეტარებინა ისევ 11-12-13 000 ტესტი, დაფიქსირდებოდა უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევა.

ამიტომ, ამაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტი განმარტება და დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.

ვირუსის გავრცელებას აქვს თავისი მათემატიკური ლოგიკა. საზოგადოებაში ეს კითხვები ჩნდება ჩატარებული ტესტების და იქიდან მიღებული დადებითი პასუხების რაოდენობასთან დაკავშირებით. ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ ვიღებთ, არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო ამ განმატებების გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე