უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
პოლიტიკა
ზოგიერთ პარტიას კონსესუსი უმრავლესობის მიერ მათი ულტიმატუმის შესრულება ჰგონიათ - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა მმართველ პარტიასა და ვენეციის კომისიას გაუგზავნა.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიზანი იყო არა კონსესუსის მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ მათი მოთხოვნების შესრულება მმართველი გუნდის მიერ.
„არის პოლიტიკური პარტიების ჯგუფი, რომელსაც აჰყვა გარკვეული მცირე მოცულობის პარტიები, რომლებიც ამ კონსესუსიისკენ არ ისწრაფვის. კონსესუსი ზოგიერთ პარტიას ჰგონია, რომ მათი ულტიმატუმი შესრულდება უმრავლესობის მიერ, რომელიც ხალხმა აირჩია. აი, ამას ეძახიან კონსესუსს. სახელმწიფოში კონსესუსი და პოლიტიკური სიამტკბილობა რომ იყოს, მაგას არაფერი აჯობებდა“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ანა მებურიშვილი