უკან

მოზაიკა

21 ოქტომბერი, 2018 09:00
font-size

ზოგიერთ რაიონში 21 და 22 ოქტომბერს მცირე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 21 და 22 ოქტომბრისთვის ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომებრს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნავარაუდევია მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +21, +26; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.

ხვალ, 22 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +20-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

21 იანვარი, 2019 , 13:54

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და "ალტერ ვიჟენს" ჩამოჰყავს, თუმცა

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა