მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +28, +33; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.