უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 მაისი, 2018 14:45
font-size

ზოგიერთ რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ზოგან ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +21, +26; მთაში +19, +26; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +8, +13 (ზოგან +20-მდე) გრადუსი.

თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +26 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

16 და 17 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან

15 დეკემბერი, 2018 , 14:10

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16 და 17 დეკემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თ

15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა (ვიდეო)

15 დეკემბერი, 2018 , 12:02

ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ კინოკადრებს, რომელშიც ქართველი პოეტი კითხულობს ლექსს „ფეხი დამადგით...“ ნაწყვეტი 1982 წლის კინოჟურნალიდან „საბჭოთა საქართველო“