მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +26, +31; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +12, +17 (ზოგან +26-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +27 გრადუსი იქნება.