მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში ხვალ თოვლ-ჭყაპს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 16 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვლ-ჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.