უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2017 13:50
font-size

ზოგიერთი დარღვევის გამო მძღოლებს მართვის მოწმობის ქულებს არ ჩამოაკლებენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაში არ მოხვდება ისეთი საგზაო დარღვევა, როგორიცაა სადგომზე მანქანის არასწორი გაჩერება. მისი თქმით, ქულების ჩამოკლების მაგიერ დამრღვევს ჯარიმა დაეკისრება.

„ჩვენ მზად ვართ, ინიციატორთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ცალკეული საგზაო დარღვევების მიმართ იყოს პრინციპული და მკაცრი მიდგომა. მაგალითად, როგორიც არის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვა. ეს უფრო მკაცრად იქნება დასჯადი, მაგრამ ქულათა სისტემაში არ შევა ისეთი დარღვევა, როგორიც არის სადგომზე მანქანის არასწორად გაჩერება. ეს დაისჯება ჯარიმით, მაგრამ არა ქულების ჩამოკლებით. გარდა ამისა, შეთანხმება იქნება იმაზე, რომ ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელი იქნება ახალი პროცედურით, რაც დაკავშირებული იქნება გამარტივებულ პროცესთან - მათ შორის, იქნება გამოცდის ჩაბარება გარკვეული დათქმებით. წუხილები, რაც პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა, გათვალისწინებული იქნება“,- განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს მართვის მომწობაზე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევებისას ქულების 0-მდე შემცირების გამო მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე დარჩება, რომლის შემდეგ მას ხელახლა მოუწევს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. გარდა ამისა, განიხილავენ უკონტაქტო პატრულირების სისტემის შემოღებას.

ანა მებურიშვილი

ინგა გრიგოლიამ `ტვ პირველის` დირექტორის თანამდებობა დატოვა

6 ივნისი, 2020 , 23:39

"თV პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია, თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ის ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა "რეაქციის" წამყვანად რჩება. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიას თავად არხის დამფუძნებელი, ვახტანგ წერე

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

6 ივნისი, 2020 , 17:15

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე მიმდინარე პროცესს მერის მო

„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება

6 ივნისი, 2020 , 16:07

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესა

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

6 ივნისი, 2020 , 16:00

ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ,

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან

6 ივნისი, 2020 , 15:10

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა პროტესტს.

დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

6 ივნისი, 2020 , 13:10

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!