უკან

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

ზოგიერთი კანონი ბესელიამ ჩემზე უკეთ იცის, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო - სალომე სამადაშვილი

„მიდის მცდელობა, რომ ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენონ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გუშინ კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილმა ბესელიას „ქართული პარლამენტარიზმის სირცხვილი“ უწოდა.

„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობისა და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.

როგორც სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 19:06

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზ

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`