უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 თებერვალი, 2018 12:40
font-size

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერის გადადგომას მოითხოვენ

ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიდმებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. შეკრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მეორე დღეს გარემოვაჭრეებმა ისევ სცადეს მერიის შენობაში შეჭრა. აქციაზე სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გარემოვაჭრეები ასევე აპირებენ, გზა გადაკეტონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეკრებილი გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერისგან, ლაშა გოგიასგან მათთან ჩასვლასა და დალაპარაკებას სთხოვენ. გაისმა მისი გადადგომის მოთხოვნაც.

„მოვითხოვთ მერის, ლაშა გოგიას გადადგომას. ვითხოვთ მოვიდეს ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია. ის მოუსმენს ხალხს“, - განაცხადეს გარემოვაჭრეებმა.

გარემოვაჭრეები უკმაყოფილო არიან მერის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართებით. ისინი გარევაჭრობის ნებართვის გაგრძელებას ითხოვენ.

აქცია ზუგდიდის მერიასთან გუშინ დაიწყო. 30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.

გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერსა და გარემოვაჭრეებს შორის 24 იანვარს შეხვედრა გაიმართა. მერმა არ დააკმაყოფილა გარემოვაჭრეთა მოთხოვნა, რომ მაისამდე გარევაჭრობის უფლება მიეცა.

ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ო

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანი

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომას

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახების ნაწილი გაანადგურა

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სოფლები დააზარალა, განსაკუთრებით მელაანის, ჩალაუბანისა და არაშენდას მაცხოვრებლები. სტიქიის შედეგად განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამ

„გვაქვს პატარა ბიძინას და ბახტაძის სცენარი ზუგდიდში“ - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი - მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა.შესახებ „ნიუპოს

აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`