უკან
რეგიონები
18 აგვისტო, 2018 17:35
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე არსებული რეაბილიტირებული გვირაბი ხვალ გაიხსნება
19 აგვისტოს, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე არსებული რეაბილიტირებული გვირაბის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.