უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 14:05
font-size

ზუგდიდიდან-თბილისში მომავალი მატარებელი ხუთი საათის განმავლობაში ზესტაფონში იყო გაჩერებული

საქართველოს რკინიგზაზე წუხელ შეფერხება იყო.

ზუგდიდიდან-თბილისისკენ მომავალი მატარებელი, რომელიც დედაქალაქში ღამის 00:00-ზე უნდა ჩამოსულიყი, რეისი ხუთი საათის დაგვიანებით შეასრულა.

მატარებელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხუთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. ამის მიზეზი კი, მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

მგზავრების ჩამოყვანა თბილისიდან ჩასული მეორე მატარებლის მეშვეობით მოხერხდა.

მგზავრების განცხადებით მათ რთულ პირობებში მოუწიათ ყოფნა.

მათი თქმით, მატარებელში არ იყო ელექტროენერგია, საკვები და სასმელი წყალი, მატარებელში არც გათბობის სისტემა მუშაობდა.

„დაახლოებით ხუთი საათი ვიყავით გაჩერებულები ზესტაფონში. შუქი არ იყო, გათბობა არ იყო და ძალიან გავიყინეთ, ძალიან. ძალიან ვიწვალეთ სანამ მეორე მატარებელი ჩამოვიდა. მერე სიცივეში, მძინარე ბავშვებთან ერთად გადმოვედით ერთი მატარებლიდან მეორეში. არც წყალი არ გვქონდა, არც საკმარისი საჭმელი“,-განაცხადა მედიასთან საუბარში ერთ-ერთმა მგზავრმა თამუნა აბლოთიამ.

საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, რომ მატარებლის გაჩერება ერთ-ერთი დეტალის მწყობრიდან გასვლამ გამოიწვია.

მათივე თქმით, სრულად ანაზღაურდება მგზავრობის საფასური.

„ტექნიკური პრობლემა შეექმნა მატარებლის ერთ-ერთ დეტალს, რამაც გამოიწვია მატარებლის გაჩერება. ყველა მგზავრს ვუხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტის გამო. კომპანია მზად არის 100% აუნაზღაუროს ბილეთების საფასური“,- განაცხადა საკითხის კომენტირებისას „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

“არ გაეკაროთ არაფერს! ნუ იკლავთ თავს“

14 სექტემბერი, 2019 , 17:26

სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რა საწამლავს ყიდიან ეს არაადამიანები, კიდე ერთი ჩვენი ნაცნობი ბიჭი ებრძვის სიკვდი

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები - გიორგი გახარია

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლები

ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტთან მემორანდუმს მოეწერა ხელი

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარ

ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტი მუშავდება

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმე

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, შენარჩუნებულია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია. 2019წლის 8 თვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. 2015 წლიდან ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მანამდე იკავებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს