უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მარტი, 2017 12:50
font-size

ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრში მკურნალობას აფხაზი თანამოქალაქეებიც შეძლებენ - გიორგი კვირიკაშვილი

დღეიდან, ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ.

“C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასმა ადამიანმა იმკურნალა. მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია, რაც ძალიან დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია “გილეადმა” გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა”, – განაცხადა პრემიერმა.

C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით მეორე – უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.

ნინო ექვთიმიშვილი

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:10

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,

ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობენ

17 ოქტომბერი, 2019 , 13:05

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატ