უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2017 18:45
font-size

ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, გამგებლის პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, კორცხელში, ტყაიასა და გრიგოლიშში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. ახალი ხიდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტის საერთო ღირებულება 126 917 ლარს შეადგენს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების დათვალიერებას. დღეს კორცხელის, გრიგოლიშისა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ვიმყოფებოდით. კორცხელში რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც კორცხელს ჭკადუაშთან დააკავშირებს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ამ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ხიდი არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ჩვენ მოსახლეობის თხოვნა გავითვალისწინეთ და ხიდის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის სიგრძე 18 მეტრი, სიგანე კი 4 მეტრია. დღესვე დავათვალიერეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრიგოლიშსა და ტყაიაში. ტყაიაში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დასრულდა“ - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 620 მეტრს, სიგანე კი 6 მეტრს შეადგენს. ეწყობა ბეტონის საფარი. გრიგოლიშის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტის ღირებულება 251 251 ლარია.

გრიგოლიშის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. ლაშა გოგიამ შესაბამის სამსახურებს პრობლემის შესწავლა დაავალა.

გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დასრულდა ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში. რეაბილიტირდა 820 მეტრისა და 5,60 მეტრი სიგანის გზა. მოეწყო ბეტონის საფარი.

ტყაიას გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 4000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტი ღირებულება 387 636 ლარია.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

21 თებერვალი, 2020 , 18:13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება. პირველ ეტა

საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - პრემიერი

21 თებერვალი, 2020 , 16:05

წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, -

წლის ბოლომდე საქართველოში 26 ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყობა

21 თებერვალი, 2020 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კახეთის რეგიონშიც აქტიურ ფაზაშია. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყე

ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სახალხო დამცველის აპარატიდან ცნობით, საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამოი

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

15 თებერვალი, 2020 , 17:50

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაატია

15 თებერვალი, 2020 , 15:20

აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია , - ვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`