უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 სექტემბერი, 2017 10:40
font-size

ზუგდიდის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საზოგადოებას 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგებელმა საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

2016 წლის დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, 22 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 9 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 624 მეტრ გზას. გზებზე მოეწყო გარე განათების ბოძები, რისთვისაც 111 000 ლარი დაიხარჯა.

2016 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო 7812 მეტრზე, რისთვისაც 314 930 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, წყალმომარაგების ქსელის მომწყობა 24 636 მეტრზე მიმდინარეობს, შენდება 4 ავზი, სამუშაოების სრული ღირებულება 826 067 ლარს შეადგენს.

დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 6 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ამ ხნის განმავლობაში სოციალურ პროგრამებზე 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. გამგეობის ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი 1311 მოქალაქე დაფინანსდა. სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების მშენებლობა. ახალ წელს ახალ სახლებში 27 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეხვდება. გასულ წლებში კი სახლები 41 ოჯახს გადაეცა.

ლაშა გოგიამ დღეს სახლების მფლობელებს სიმბოლური გასაღებები გადასცა.

ასევე, დაჯილდოვდნენ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში ,,წარმოაჩინე შენი სოფელი“გამარჯვებულები.

გამგებელმა საზოგადოებას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც საკრებულოს მიერაა დამტკიცებული. 2018-2021 წლებში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70-მდე გზას, რითაც მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალურ და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ყველა პრობლემური ნაწილი მოწესრიგდება. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 ხიდს. განხორციელდება წყალმომარაგების 15 პროექტი. აშენდება და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 22 საბავშვო ბაღს, აშენდება 4 სპორტული მოედანი. განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები, ამბულატორიები, დამონტაჟდება გარე განათებები.

ლაშა გოგიამ, შეკრებილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი პროექტიც გააცნო, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლების დაფინანსებას გულისხობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 3 სტუდენტს დააფინანსებს და ვალდებულებად მიღებული განათლების მუნიციპალიტეტში გამოყენებას ჩაუდებს.

საკვანძო სიტყვები:

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

19 მაისი, 2020 , 10:30

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ ინფ