უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში - კახა მიქაია

ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში - აცხადებს „დაიცავი საქართველოს,“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია.

მისი თქმით, იმ ჩანაწერში, რომელიც მან „რუსთავი2“-ს გადასცა, ცალსახად იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული გარიგების კვალი.

მიქაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეიტყო, რომ ჩანაწერი „შაბათის კურიერში“ გავიდოდა, ლაშა გოგია თანამდებობიდან მოხსნა. მიქაია ფიქრობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება საკმარისი არ არის.

მისი თქმით, ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ, სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უნდა დაიწყონ და ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის, ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე- მერი გიორგი გულორდავასთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

„ფაქტები, რომელიც იმ ჩანაწერშია და მე წარვუდგინე "შაბათის კურიერის" ჯგუფს ნათლად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში.

ხელისუფლება იძულებული იყო, რომ გადაეყენებინა ზუგდიდის მერი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკმარისი. ჩანაწერში მოცემული ფაქტები იძლევა მყარ საფუძველს,რომ ზუგდიდის მერის, ვიცე მერის, ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

გოგიას, შონიას, გულორდავას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და დღეს უკვე „ოცნებაში“ პორტირებულების დანაშაულებებზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობდი, ამაზე საუბრობდა მთელი ზუგდიდი. დღეს უკვე დადგა დრო ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ პირების მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“, - ამბობს კახა მიქაია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი