უკან

სამართალი

14 სექტემბერი, 2018 14:20
font-size

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი უარყოფს, რომ ბიზნესმენმა კვირკვიამ თანხა შესთავაზა

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა.

გამოძიებას კითხვები გია გულორდავასთან, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს. ყოფილი ვიცე-მერი უწყებაში ადვოკატის გარეშე მივიდა.

საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებას. საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

გია გულორდავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში ქრთამის აღება უარყო და განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში.

ყოფილი ვიცე მერი ასევე უარყოფს, რომ ბიზნესმენმა კვირკვიამ თანხა შესთავაზა, თუმცა ადასტურებს, რომ 3-4 თვის წინ მას შეხვდა.

"მას უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით? თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", - აღნიშნა გულორდავამ.

ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა თანამდებობის დატოვების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა და ასევე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები არ გაჟღერებულიყო.

საკვანძო სიტყვები:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

17 თებერვალი, 2019 , 11:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და სა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა

17 თებერვალი, 2019 , 10:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზ

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს

ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 , 13:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი:

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ