უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 დეკემბერი, 2018 15:10
font-size

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები გამოვლინდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები გამოვლინდა.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადებაში.

,,განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:10

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,

ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობენ

17 ოქტომბერი, 2019 , 13:05

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატ