უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ივნისი, 2017 17:25
font-size

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ახალი, უნიკალური პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ პრეზენტაცია გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა არაკომერციულ ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს და ინოვაციური სერვისის დანერგვას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა. პროექტისთვის შეირჩა 30 ბენეფიციარი, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ პროექტში ჩართვას.

პროექტისთვის შეძენილ იქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით.

სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

პროექტის ხანგრძლივობა 7 თვეა და ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით-„სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

პროექტის პრეზენტაციაზე სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ გამგეობის სოციალური პროექტები წარადგინა. გამგეობა 12 სოციალურ პროგრამასა და 36 ქვეპროგრამას წარმატებით ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

„მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს წარმატებით ახორციელებს. „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გამგეობის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულებზეა ორიენტირებული. მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენლებს ამ ინოვაციური პროექტის მხარდაჭერისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ“ - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის, არასამთავრობო სექტორისაა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს საკვებით რესტორანი „ბერმუხა“, საჭირო მედიკამენტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა უზრუნველყოფენ, ხოლო მიკრო-ავტობუსისთვის სარეკლამო პოსტერები ტექნო-პარკმა დაამზადა.

საკვანძო სიტყვები:

გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახ

“სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა” - გიორგი გახარია რაჭაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

7 აგვისტო, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

7 აგვისტო, 2020 , 14:30

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი

7 აგვისტო, 2020 , 11:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისუ

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

5 აგვისტო, 2020 , 14:25

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე  სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

5 აგვისტო, 2020 , 11:35

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. კომპანია მრავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე