უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
რეგიონები


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კონკურსს აცხადებს
ზუგდიდის გამგეობა აცხადებს ფოტოკონკურსს „წარმოაჩინე შენი სოფელი“ - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს. Facebook-ის კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 1, 2 და 3 ადგილები like-ების რაოდენობა; აგრეთვე ცალკე გამოვლინდება ჟიურის რჩეული.
კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები: კონკურსში მონაწილეობის მიღება თავისუფალია. საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი; ასაკი; საკონტაქტო ტელეფონი [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოკონკურსში დასაკონტაქტებლად].
ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის.
პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან.
საკონკურსო ფოტომასალები მიიღება 20 - დან 3 ივლისის ჩათვლით. შემდეგ ელ. მისამართზე: gzugdidi@gmail.com; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა.
საკონკურსოდ შერჩეული ფოტოების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ზუგდიდის მუნიციპალიტეტი / Zugdidi Municipality“ დაიწყება მიმდინარე წლის 5 ივლისიდან და მოწონების (like) პროცესი 25 ივლისს დასრულდება.
გამარჯვებულს შეარჩევს სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.
გამარჯვებულის ვინაობა 2017 წლის 28 ივლისს გამოვლინდება.
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიიღებენ:
I ადგილი - ფოტოაპარატი
II ადგილი - პლანშეტი
III ადგილი - მობილური ტელეფონი
ჟიურის რჩეულს გადაეცემა სპეციალური საჩუქარი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა
8 აპრილი, 2021 , 19:35

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს
7 აპრილი, 2021 , 12:30

სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს
7 აპრილი, 2021 , 10:45

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა დაკეტილია
6 აპრილი, 2021 , 12:45
იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება
6 აპრილი, 2021 , 11:10