უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 თებერვალი, 2020 12:40
font-size

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკაროთათვის აშენებულია სახლები საცხოვრებლად არ გამოიყენება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკაროთათვის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პირებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული დარღვევები 2017-2018 წლის დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა.

„2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებდა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების შერჩევას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას. შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტმა 11 ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა და დააფინანსა სულ 47 სახლის მშენებლობა, ღირებულებით – 995.8 ათასი ლარი.

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განახორციელეს შპს „ევრომშენი 999“-მა, შპს „ემ კა ინშაათმა“ და შპს „ბუხამ“.

სახლების მშენებლობის შესყიდვის პროცესის შესწავლისა და ობიექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: 1.ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული. 2. სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ. აღნიშნული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.3. სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. 17 სახლის მშენებლობა შესრულებულია ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისათვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლების მიერ დარღვევით არის ასახული შესრულებული სამუშაოების აქტებში და დადასტურებულია საექსპერტო დაწესებულების მიერ – შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, შპს „არდა" და შპს „საქართველოს ექსპერტთა კოლეგია“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი