უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივლისი, 2017 16:00
font-size

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეები ხანდაზმულთა მოვლის პროგრამაში ჩაერთვნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ახალი, უნიკალური პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს განხორციელბა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტში ჩართული მოხალისეები, ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, მარტოხელა ხანდაზმულ ვარდიშა პაჭკორიას ესტუმრნენ, საცხოვრებელი კარ-მიდამო მოუწესრიგეს და საკვებით უზრუნველყვეს.

ვარდიშა პაჭკორიას კარ-მიდამოს მოწესრიგებაში მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

“ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ზუგდიდის მუნიციპალუტეტის გამგეობისა და PIN-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც 1 დეკემბრამდე 30 ბენეფიციარს მოემსახურება. დღეს პირველი დღეა და მასში საჯარო მოხელეები ჩაერთნენ. პროექტი მიზნად ისახავს მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას. მათ მოემსახურებათ ექიმი, სტილისტი და ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურეობას, როგორც ეზოში ასევე სახლში გაუწევენ. მუნიციპალიტეტის გამგეობა მსაგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა არაკომერციულ ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა. პროექტისთვის შეირჩა 30 ბენეფიციარი, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ პროექტში ჩართვას.

პროექტისთვის შეძენილ იქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით.

სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

პროექტის ხანგრძლივობა 7 თვეა და ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით „სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი