უკან

რეგიონები

8 იანვარი, 2018 13:45
font-size

ზუგდიდის პოლიკლინიკიდან დათხოვნილი თანამშრომლები ყოფილ სამსახურში აქციას მართავენ

ხმაური და დაპირისპირება მოხდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში, რაც მოჰყვა 9 გათავისუფლებული თანამშრომლის პროტესტს.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის პირველ რიცხვებში დაითხოვეს სამსახურიდან.

გათავისუფლებულთა შორის არიან ექიმები, რეგისტრატორი, მოლარე და ლაბორანტი. მათ მოითხოვეს პოლიკლინიკის დირექტორისგან, ოთარ შენგელიასგან განმარტება, რატომ გაუშვეს სამსახურიდან. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, გათავისუფლებულიდან ერთი თანამშრომელი დააბრუნეს, სავარაუდოდ, ნაცნობობით და სატელეფონო ზარების განხორციელების შედეგად.

თავის მხრივ შენგელიამ განმარტა, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი სამსახურეობრივ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებდა. მისივე ინფორმაციით, 9 დათხოვნილი პირიდან 5-ს საყვედური ან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, ხოლო დანარჩენ 4-ს შენგელიამ შესთავაზა, დაელოდონ პოლიკლინიკის ფინანსური პრობლემების მოგვარებას.

პოლიკლინიკა სხვადასხვა გადაცდომების გამო, საერთო ჯამში 80 ათასი ლარით არის დაჯარიმებული.

სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“.

სალომე ზურაბიშვილი ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა

15 ივნისი, 2019 , 10:44

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა. პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონის მოსახლეობას შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცი

თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შსს-ს ინფორმაციას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 , 17:35

თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პო

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

14 ივნისი, 2019 , 15:22

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იტყობინება. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა

14 ივნისი, 2019 , 10:34

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩ

ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

13 ივნისი, 2019 , 14:37

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. აღნიშნულის მიზეზი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმებაა. როგორც კომპან

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

12 ივნისი, 2019 , 12:42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. უწყების ცნობით, ამ დ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!