უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 დეკემბერი, 2018 12:50
font-size

ზუგდიდში 2012 წელს აშენებული ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა - 6 წლის განმავლოაში მოედანი 2-ჯერ დაზიანდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ზუგდიდში 2012 წელს აშენებული ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ფლანგვის დეტექტორი“ წერს, რომ 6 წლის განმავლობაში მოედანი ორჯერ დაზიანდა. პირველად ეს მოხდა 2015 წელს და მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარია გამოყოფილი, რაც ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევრის, დავით მჟავანაძის თქმით, აღემატება სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა, ვეტერანთა და დევნილთა დასახმარებლად გამოყოფილი თანხა.

„ეს ყინულის სახლი უკვე სამ წელიწადში გახდა სარეაბილიტაციო. 2015 წელს 154 000 ლარი დაიხარჯა რეაბილიტაციაზე. 2018 წელს ისევ არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 408 ათასი ლარი ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზუგდიდის ბიუჯეტში გაწერილი თანხები სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა, ვეტერანთა და დევნილთა დასახმარებლად“, - განაცხადა მჟავანაძემ.

როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევაშია მითითებული, 2018 წლის მონაცემებით, ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრისათვის 1,160,000 ლარია გამოყოფილი, რომლის 96% (1,117,000 ლარი) 130 თანამშრომლის ხელფასებზე უნდა წავიდეს. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ა.ა.ი.პ-ს აქვს ჰოკეის განყოფილება, რომელიც მიბმულია გასარემონტებელ ყინულის მოედანს. კვლევაში მოყვანილია სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით კვაშილავას განცხადება, რომ ჰოკეის განყოფილება წლებია, რაც ზუგდიდში არსებობს: „ის მიბმულია ყინულის მოედანს, თუმცა იქ არავინ არ არის დასაქმებული. ბიუჯეტიდან კი ფინანსდება ა.ა.ი.პ, რომელშიც მხოლოდ ფორმალურად არის ჰოკეის განყოფილება“.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი