უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი თბილისში გადმოიყვანეს

ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი, ლევან ქუჩულორია თბილისში ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.

ამის შესახებ მედიას ქუჩულორიას მეუღლემ განუცხადა.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს ლევან ქუჩულორიას მამამ, ვახტანგ ქუჩულორიამ განუცხადა, სამართალდამცველებმა იციან, თუ ვინ ესროლა მის შვილს.

„არაფერი არ ვიცი. ვიჯექი უკან პატარა ოთახში, ვკითხულობდი და არაფერი არ ვიცი. არავითარი პოლიტიკური მოტივი. საქმე ძიებაშია. იციან ვინ ესროლა“,-აღნიშნა დაჭრილის მამამ.

გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილი ბიზნესმენი თხილის ბიზნესით არის დაკავებული და „ქართული ოცნების“ შემომწირველია, თუმცა, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში აღნიშნულს უარყოფენ.

„სიცრუეა, ვინც არის შემომწირველი ოფიციალურად ფიქსირდება. არაოფიციალურად არაფერი არ ხდება. შესაბამისი უწყებები დაადგენენ თუ რა მოხდა. მომხდარი პოლიტიკურს არანაირად არ უკავშირდება“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი

საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა

29 მაისი, 2020 , 14:10

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. საკონს

სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 23.7%, ქალაქში კი 16.4% ცხოვრობს

29 მაისი, 2020 , 12:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. კერ