უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 მაისი, 2019 16:15
font-size

ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

როგორც ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. მისი თქმით, შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაზარალებულის სტატუსით იკითხება ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი.

კობა ნაყოფიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციის უფროსს დღის ბოლომდე აძლევს ვადას, რომ დაისაჯონ ინციდენტში მონაწილე მხარეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ვიდეომასალასთან ერთად პირველი არხი ავრცელებს.

სენაკის საკრებულოში ნაცემი ოპოზიციის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

21 მაისი, 2019 , 16:26

სენაკის საკრებულოში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწო

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ