უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 ნოემბერი, 2018 12:20
font-size

ზუგდიდში ძმის შვილმა ბიძა მოკლა

ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმის შვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

როგორც უწყებაში ამბობენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა - 1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია, ბათუმის, ზუგდიდის, თბილისისა და გორის  შემდეგ,  ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრ

სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა

15 ოქტომბერი, 2019 , 14:25

კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ოცწლიანი პაუზ

სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათი

გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დღეს გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, დღეს, 13 საათიდან გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდება. დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგ

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშ