უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2019 15:40
font-size

ზუგდიდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

სასამართლომ „VTB ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და მაღალი მენეჯმენტის წევრები დაკითხა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

21 მაისი, 2019 , 15:50

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერა

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

21 მაისი, 2019 , 15:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედე

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 მაისი, 2019 , 12:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.ტ. ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან

საგადასახადო სამართალდარღვევის 540 ფაქტი გამოვლინდა

20 მაისი, 2019 , 17:20

13 - 19 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 540 ფაქტ

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20 მაისი, 2019 , 15:05

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ 14-19 მაისს ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული

20 მაისი, 2019 , 15:05

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყო