უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
საზოგადოება
ზუგდიდში გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ნება დართეს
ზუგდიდში გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ნება დართეს.
გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებისა და ზუგდიდის გუბერნატორს შორის გამართული მოლაპრაკების შემდეგ იქნა მიღებული.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, გარემოვაჭრეები 27 აგვისტომდე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, 28 აგვისტოდან 5 დღის განმავლობაში კი წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს შეასრულებს, რის შემდეგაც გარემოვაჭრეები კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და საქმიანობას გააგრძელებენ.
გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდში წუხელ დაიწყეს.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათი სავაჭრო დახლების დემონტაჟი განახორციელეს, რომ ტერიტორიაზე წყლის მილები უნდა გავიდეს.
აქციის მონაწილეების თქმით კი, გვიან ღამით მერიის სამსახურებმა და სამართალდამცველებმა დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყარეს.
მონიკა დავლიანიძე