უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 მაისი, 2019 17:23
font-size

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია

ზუგდიდში ოპოზიციის მერობის კანდიდატზე სანდრა რულოვსზე და მის მხარდამჭერებზე დღეს მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირი - გელა კვარაცხელია დააკავეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

„მათ 5 ადამიანი დაესხა თავს. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს ასევე დაესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში. მათ ჩვენი პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადეს პარტიაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის

5 ივნისი, 2020 , 11:41

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული

პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც ორი ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა

5 ივნისი, 2020 , 10:35

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან სა

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 , 12:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს,

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

3 ივნისი, 2020 , 21:51

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყებ

თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

3 ივნისი, 2020 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერ

დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

3 ივნისი, 2020 , 11:40

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!