უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 დეკემბერი, 2019 13:00
font-size

ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერ-მონაზონი დააკავეს

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბერ-მონაზვნის ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, რომ სასულიერო პირი თითონ გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის.

"ორი დღის წინ დააკავეს ერთი პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. დაკავების მომენტში ჩანთა ეკავა იმ პიროვნებას და სხვა ნივთიერებთან ერთად აღმოჩენილი იყო ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. დღეის მდგომარეობით ოდენობა გარკვეულია, ექსპერტიზის დასკვნა უკვე არის წარმოდგენილი, ოდენობა გახლვათ 14, 5. რაც შეეხება მამაოს, წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას,ამბობს, რომ არის მისი. მიუხედავად იმისა რომ ბრალის აღიარებით გამოცხადდა, ის დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა არსებობს მიმალვის საფრთხე. რას შეეხება იმ გარემოებას, ვის ეკუთვის ნარკოტიკული საშუალება, დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ არის დადგენილი ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება რომელიმე პიროვნებისადმი. ეს გამოძიების პრეროგატივაა და ბუნებრივია ეს გაირკვევა", - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი