უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 ივნისი, 2017 17:09
font-size

ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი `აფხაზეთი` დაფუძნდა

ზუგდიდში ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც დევნილთა პრობლემებზე იმუშავებს.

საზოგადოებრივი დარბაზის „აფხაზეთის“ დამფუძნებლების თქმით, ორგანიზაცია მთავრობასთან შუამავლის როლს შეასრულებს, რომ დევნილების პრობლემები მოგვარდეს.

ორგანიზაცია დევნილებისთვის 100%-ით უფასო ჯანდაცვას, საარსებო მინიმუმს გათანაბრებული შემწეობას, სტუდენტებისთვის უფასო სწავლას ითხოვენ.

როგორც დარბაზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემურ სოტკილავამ განაცხადა, „აფხაზეთი“ მთავრობას 30-დღიან ვადას აძლევს, რომ მათთან თანამშრომლობაზე წავიდეს.

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, რომ ჯანდაცვა 100%-ით უფასო იყოს დევნილებისთვის, მათი შემწეობა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს, სტუდენტების სწავლა იყოს უფასო უკლებლივ ყველა მათგანისთვის, შევიდეს ცვლილებები განსახლების სამოქმედო გეგმაში და ა.შ. 30 ივნისამდე ვაძლევთ მთავრობას ვადას, რომ წამოვიდეს ჩვენთან თანამშრომლობაზე და გამოთქვას სურვილი, ჩაგვრთოს ამ პრობლემების მოგვარების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ფეხით ჩავალთ თბილისში და დავიწყებთ შიმშილობას", - განაცხადა დარბაზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემურ სოტკილავამ.

საზოგადოებრივი დარბაზში "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელია გაწევრიანდა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი, 2017 , 11:25

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის

სოხუმში აფეთქება დისტანციურად განხორციელდა - დე ფაქტო პროკურატურა

20 ივნისი, 2017 , 15:40

სოხუმში, გვიან ღამით ერთ-ერთი სახლის ეზოში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. ამის შესახებ დე ფაქტო გენერალური პროკურატურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად განაცხადა. დე ფაქტო უწყების

სოხუმში,ე.წ მთავრობის სახლში სროლა მოხდა

20 ივნისი, 2017 , 15:20

სოხუმში, დე ფაქტო მთავრობის შენობაში, ე.წ ინვალიდების ფონდის თავმჯდომარის კაბინეტთან სროლა მოხდა. „Абхазия-Информ“-ის ინფორმაციით, იმ პირის გვარი დგინდება, ვინც სროლა გამართა. „მესამე კორპუსში შეიარაღებ

სოხუმში გვიან ღამით აფეთქება მოხდა

20 ივნისი, 2017 , 12:20

სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებრაე მრავალსართულიან სახლებში მინები ჩაამსხვრია. ინციდენტის შედეგად ერთი ადამია

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

19 ივნისი, 2017 , 18:10

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.  მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულებ

ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს

19 ივნისი, 2017 , 14:15

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროებ