უახლესი ამბები
- 17.04.2021 15:09“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
- 17.04.2021 15:04მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
არქივი
პოლიტიკა


ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება
ზურაბ ალავიძემ კერძო სექტორში დაბრუნების თხოვნით მომმართა.დ რამდენიმე დღე დამჭირდა დამერწმუნებინა დარჩენაში, თუმცა ვეღარ შევძელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება, სადაც მინისტრად მოსვლამდე იყო დასაქმებული.
“წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მე კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში საჯარო სექტორში ვერ ხედავდა. ეს ისედაც ვიცოდი, გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის კერძო სექტორში იყო დასაქმებული.
რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე, მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვეღარ შევძელი და მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება. ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი იყო, ყოველთვის იყო შედეგებზე ორიენტირებული და ბიუროკრატიის წინააღმდეგი ადამიანი. მან ეს საკუთარი მუშაობითაც დაადასტურა მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებაში, რაც არის სივრცითი განვითარება, სერიოზული პროგრესი აჩვენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აქვე ალავიძის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები - რიკოთის გვირაბი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა და ა.შ. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრერებელი პირობები გაუმჯობესდა, სწორედ მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად.
მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, ზურაბ ალავიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა და აღნიშნული თანამდებობა მაია ცქიტიშვილმა დაიკავა.
საკვანძო სიტყვები:

ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
17 აპრილი, 2021 , 14:34

ზურაბიშვილი ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ხვდება
17 აპრილი, 2021 , 14:28
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
17 აპრილი, 2021 , 13:18

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
17 აპრილი, 2021 , 13:07

„ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა
17 აპრილი, 2021 , 12:00

გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
16 აპრილი, 2021 , 22:05