უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2017 16:50
font-size

ზურაბ ალავიძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

,,სამშენებლო საქმიანობის ხარისხის სფერო, სამშენებლო კომპანიებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება“- ამ საკითებზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება - ,,მშენებლობა საქართველოში - ხარისხი, როგორც გამოწვევა“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

ზურაბ ალავიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში საინჟინრო-სამშენებლო პროფილის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტების და მაღალი ხარისხის დანერგვა, როგორც მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპზე, ისე სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით.

,,ჩვენს უმთავრეს ამოცანას მშენებლობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვნად ვეხმარებით ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და წარმოების წახალისებას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი და სამშენებლო ბიზნესის რესურსი’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ამ პროცესში და მათ აქტიურ მონაწილეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითებში.

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა

13 აპრილი, 2021 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პ

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

8 აპრილი, 2021 , 17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,- აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგარ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

8 აპრილი, 2021 , 17:00

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 აპრილი, 2021 , 14:45

2021 წლის 6 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 აპრილი, 2021 , 14:45

2021 წლის 6 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ერეოვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი

31 მარტი, 2021 , 12:50

„მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოსალოდნელია 3.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. აღმავალი ექსპორტი და სამრეწველო საქონლის ფასების სტაბილიზაცია ნაწილობრივ დააბალანსებს 2020 წლის ბოლოს პანდემიის მ