უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 თებერვალი, 2017 17:10
font-size

ზურაბ ჯაფარიძე „აუდიტორია 115“-ის აქციას გამოეხმაურა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გუშინ „ბიბლუსში“ სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115“-ის შესვლას და ამ ქმედებას კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად შეაფასა.

„მედიანიუსი“ ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ის, რაც გუშინ ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში, არის ჩვეულებრივი მავნებლობა. ასეთი მავნებლობების რეაგირების გარეშე დატოვება სამართალდამცავების მხრიდან ახალისებს მსგავს ქმედებებს და საბოლოო ჯამში დედას უ$%&^ ამ ქვეყნის მომავალს.

ბიბლუსი არის კერძო კომპანია. არის ისეთი როგორიც არის. არავის საქმე არ არის როგორია. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს, შეიძლება ეზიზღებოდეს.

ბიბლუსი, ისეთი როგორიც არის, ქმნის/ყიდის რაღაც პროდუქტს. არავის საქმე არ არის როგორ პროდუქტს ქმნის. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს ეს პროდუქტი, შეიძლება არ მოსწონდეს, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს.

ამ პროდუქტს ჰყავს მყიდველი. ანუ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დროის კონკრეტულ მომენტში საკუთარი ფული გადაიხადონ იმაში რასაც ბიბლუსი ყიდის.

ამ პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად/ბაზარზე გამოსატანად ბიბლუსი იყენებს რესურსებს. მათ შორის ფულს, რომელიც, შეიძლება, ნასესხები აქვს და უნდა ისტუმროს ბევრი წელი; შენობებს, რომლებიც, შეიძლება, ნაქირავები აქვს და უნდა იხადოს ქირა ყოველ თვე; სხვა რესურსებს; მათ შორის ადამიანების შრომას.

ბიბლუსი არავის ძალის გამოყენებით, ანუ ძალადობით არ ართმევს რესურსს, მათ შორის, არც შრომას. ფულის მფლობელი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი მას ნებაყოფლობით აძლევს ფულს, რადგან ამ ოპერაციიდან ელოდება სარგებელს; ფართის მეპატრონე ნებაყოფლობით აქირავებს მას საკუთრებას, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდება სარგებელს; და იქ დასაქმებული ადამიანებიც ნებაყოფლობით ჰყიდიან საკუთარ შრომას რაღაც ფასად, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდებიან სარგებლის მიღებას.

საბოლოო ჯამში, ასეთი ნებაყოფლობითი თანამშრომლობების ჯაჭვიდან იქმნება ის რაღაც პროდუქტი რომელსაც ბიბლუსი ჰყიდის და რომელშიც ადამიანების რაღაც რაოდენობა, ასევე ნებაყოფლობით, მზადაა, გადაიხადოს საკუთარი შრომის შედეგად მოპოვებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი.

ამ ჯაჭვის ნებისმიერ შემადგენელს, იქნება ეს ბანკი, შენობის მეპატრონე თუ დასაქმებული, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნებით შეუძლია უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე თუ მისთვის ურთიერთგაცვლის არსებული პროცესი აღარ იქნება ისეთი სარგებელის მომტანი, როგორიც მისთვის სასურველია.

ასე მუშაობს ეს სისტემა. ამ სისტემაში მთავარი არის ნებაყოფლობითი ჩართვა-გამორთვის არსებობა, ანუ არა-ძალადობა. ასეთ სისტემაზე დგას თანამედროვე ცივილიზაცია. ყველა მცდელობა ამ სისტემის დემონტაჟისა და მის ნაცვლად „უკეთესი“ სისტემის შექმნისა, რომელიც უგულვებელჰყოფს კერძო საკუთრების და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის პრინციპს, ბუნებრივად გულისხმობს ძალადობის ელემენტების გაჩენას და კაცობრიობის ისტორიაში, ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე, დასრულდა კრახით და შეიწირა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

ამ ახალგაზრდებს ეს არ ესმით. არც უნდათ რომ გაიაზრონ.

მაგრამ ეს უნდა გესმოდეთ თქვენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თქვენი ერთადერთი ფუნქციაა, დაიცვათ ადამიანების საკუთრება და მათი ნებაყოფლობითი ხელშეკრულებები. თქვენი საქმე არაა გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც კერძო მესაკუთრე დაგიძახებთ და მოგთხოვთ, დაატოვებინოთ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრნენ მის საკუთრებაში - ეს უნდა გააკეთოთ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი „ზემოთ ჭკუის კითხვის“ გარეშე. ამაში გიხდით ხელფასს.

სხვა შემთხვევაში, საკუთრების დაცვას დაიწყებენ თავად მესაკუთრეები. სამართლიანადაც. და მერე უკვე მორევაზე იქნება. უბრალოდ, ამ ქვეყნიდან და მისი ეკონომიკიდან არაფერი დარჩება“, - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „აუდიტორია 115“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსმა“ ის ორი თანამშრპომელი გაათავისუფლა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვიდეომიმართვაში, სადაც კომპანიაში მომუშავეთა ნაწილმა შესაძლო შრომით დარღვევებზე ისაუბრა.

გუშინვე, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „აუდიტორია 115“-მა ბიბლუსთან აქცია გამართა გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად. სტუდენტური მოძრაობის წევრები „ბიბლუსის“ ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შემდეგ „აუდიტორია 115“-მა მორიგი აქცია დააანონსა, რომელიც პარასკევს 18 საათზე გაიმართება.

კომპანიამ „აუდიტორია 115“-ის ქმედება და პროტესტის გამოხატვის ფორმა კერძო საკუთრებაში შეჭრად შეაფასა.

ანა მებურიშვილი

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

27 ნოემბერი, 2020 , 16:56

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპ

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის