უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 15:00
font-size

ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში მყოფ პოლიტიკურ დევნილებს „გირჩის“ წევრობას ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახურობას სთავაზობს

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ, საქართველოში მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილებს სთავაზობს, გახდნენ ან „გირჩის“ წევრები, ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახურები. ამ განცხადებით ჯაფარიძე თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა.

„ვინც საკუთარ ქვეყანაში მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო საქართველოს აფარებს თავს, მიგვაჩნია ჩვენს მეგობრებად და თანამებრძოლებად. როგორც ქართული სახელმწიფოს მონობისგან ვცდილობთ, ყველა საშუალებით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები, ასევე ყველა ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ასეთი ადამიანების დასაცავად. საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანს ვთავაზობთ, გახდეს „გირჩის“ წევრი, ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახური, რაც მათ თავის დასაცავად დამატებით იმუნიტეტს შესძენს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მუხთარლის საქმეს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ ყველა ინფორმაციას მოიძიებს, თუ როგორ მოხდა ჟურნალისტი აზერბაიჯანში. ჯაფარიძე დაპირდა, რომ ყველა მოპოვებულ მასალას გაასაჯაროვებს.

„აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო წყაროების გამოყენებით, შევაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ გადაყვანა აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს, მიჩქმალონ ეს საქმე; ყველა ჩვენ მიერ შეკრებილ ინფორმაციას გავხდით საჯაროს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

31 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე მუხთარლი ბალაქანის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

გუშინ მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილიმ დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას სამი მუხლით წაუყენეს ბრალი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი