უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2017 17:10
font-size

ზურაბ ჯაფარიძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ზაზა სოფრომაძე და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლაშა კილაძე შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

„გირჩის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნარკომანიის სამკურნალოდ გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან 4.5 მილიონი ლარი მიდის ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პაციენტების ჩანაცვლებით თერაპიაზე. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ტენდერს მთლიანი მომსახურების შესყიდვაზე, რომელსაც, „გირჩის“ თქმით, კილაძის კომპანია იგებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ 3,3-ზე მეტ თანხას ხარჯავს პაციენტებზე, ვიდრე ქვეკონტრაქტორი კომპანია.

„შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ იღებს სატენდერო თანხის 83%-ს და ემსახურება პაციენტთა მხოლოდ 60%-ს, მათ შორის კერძო ქვეკონტრაქტორი ააიპ „ურანტი“ იყენებს ქვეკონტრაქტორისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 17%-ს და ემსახურება პაციენტთა 40 %-ს. ერთ პაციენტზე რომ დავიანგარიშოთ, სახელმწიფო შპს, რომელიც გარანტირებულად იგებს ყველა ტენდერს ყოველ წელს, ხარჯავს 1 პაციენტზე 3,3-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე კერძო სტრუქტურა“, - თქვა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ლაშა კილაძე და ცენტრის ფინანსური დირექტორი სპარტაკ ბუკია უთანხმებენ სოციალური მომსახურების მინისტრ ზაზა სოფრომაძეს ტენდერის პირობებს.

„ლაშა კილაძე, რომელიც არის ამ ცენტრის ხელმძღვანელი, და ამ ცენტრის ფინანსური დირექტორი სპარტაკ ბუკია, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი ქრთამის აღებისთვის, მიმართავენ ზაზა სოფრომაძეს, როგორც სოციალური მოსახურების სააგენტოს უფროსს. მერე სოფრომაძე მიმართავს მარინა დარახველიძეს (ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს), რომელიც არის ლაშა კილაძის ყოფილი თანამშრომელი რეგულირების სააგენტოდან, რომ მოამზადოს შესაბამისი პროგრამა [ტენდერისთვის] . მერე დარახველიძე არგებს პროგრამის პირობებს ცენტრის მოთხოვნებს, პროგრამა უბრუნდება ისევ ზაზა სოფრომაძეს და შემდეგ ის აცხადებს ტენდერს შეთანხმებულ პირობებში“, - განაცხადა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

„გირჩის ინფორმაციით“, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დასაქმებული არიან ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დათხოვნილი თანამშრომლები.

ანა მებურიშვილი


თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

27 ნოემბერი, 2020 , 16:56

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპ

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის