უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 აგვისტო, 2019 11:05
font-size

ზურაბ ჯაფარიძის ყველა ანგარიში დაყადაღდა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის ღონისძიება ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.

„პოლიტიკოსმა პატივი არ სცა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობით არ აღასრულა მოთხოვნა,რითაც ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ შემდგომ იძულებით ღონისძიებას მიმართა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებული განცხადება ცილისწამებად შეფასდა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს. ორგანიზაციამ 2015 წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.

17 თებერვალს, პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა.სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“. პოლიტიკოსის განცხადება უცვლელად განთავსდა სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოზე. ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცხადება გააკეთა და ზურაბ ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა იქონია ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და ნდობის საკითხზე. ორგანიზაცია, სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი.

ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცხადება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებლო წარმოების დაწყება 2019 წლის 14 ივნისს მოითხოვა.

„17 ივნისს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება. 19 ივნისს მხარეს ჩაბარდა შეტყობინება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე. 13 და 14 აგვისტოს მდგომარეობით, დაყადაღდა პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშები. 19 აგვისტოს გაიგზავნა ინკასოს მოთხოვნა. რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზაციის სარჩელს, სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 23 მარტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილი ცნობების უარყოფის იძულებითი ღონისძიება, რომელიც ნებაყოფლობით, აგრეთვე, პოლიტიკოსმა არ შეასრულა. დავას ორგანიზაციისთვის პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 ნოემბერი, 2019 , 17:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. როგორც &bdqu

მცხეთაში აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელწერილით გაათავისუფლეს - შსს

22 ნოემბერი, 2019 , 14:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხელწერილით გაათავისუფლეს. &b

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

22 ნოემბერი, 2019 , 12:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამ

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

21 ნოემბერი, 2019 , 16:15

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე და

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, ორი კი დააკავეს

21 ნოემბერი, 2019 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვი

ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს - ირაკლი კოვზანაძე

20 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`