უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივლისი, 2017 17:05
font-size

ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მე-4 მოწვევის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ზურაბ პატარაძესთან ერთად ანგარიშის წარდგენას რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დავით გაბაიძემ და დეპუტატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი, სრულფასოვანი ანგარიში. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, ის საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ მოკლე პერიოდში იქნა განხორციელებული. ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სწორი მიდგომები და ერთობლივი პროექტების განხორციელება. დღევანდელი პრეზენტაცია პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი დგას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში.

საანგარიშო პერიოდში (7 თვე) მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, 5 რეგლამენტის ცვლილება. ჩატარდა ბიუროს - 30, 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა. არასასესიო პერიოდში უმაღლეს საბჭო აგრძელებს მუშაობას. საშემოდგომო სესია სექტემრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

საკვანძო სიტყვები:

რუსთავში ბებია და შვილიშვილი გაზით მოიწამლნენ

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინტოქსიკაციის ნიშნებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მათი მოწა

ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმ

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძა

პოლიციამ ფოთში 49 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. განსაკუთრებით დიდი ო

სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს ახორციელებს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს ახორციელებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მ

გუდაურში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გუდაურში სამშენებლო კომპანია "რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`