უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2017 14:45
font-size

ზურაბ პატარაძე ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო

ბათუმის ახალ ბულვარში კომპანია ,,მეტროს“ სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმი“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და კომპანია „მეტროს“ დირექტორთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი „მეტროსითი ფორუმი“ დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ,,მინდა მივულოცო ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა. უამრავი სევრცე შენდება რეგიონში, რაც საუკეთესო საშუალებაა უამინდობის დროს. ჩვენი ქალაქელები, სტუმრები შეძლებენ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ, გაერთონ სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია კინოდარბაზი, სწრაფი კვების ობიექტები, ატრაქციონები. 500-მდე ადამიანი დასაქმდება ამ ბიზნეს-ცენტრში. სავაჭრო ცენტრის შენობა 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. ჩვენი რეგიონის განვითარების კუთხით ცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სავაჭრო ცენტრის გახსნისას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, კეთილმოწიბილია ესკალატორებით, ლიფტით, თანამდეროვე ლოჯისტიკური სისტემით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე სტანდარტებით. პროექტის საინვეტსიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია. სავაჭრო ცენტრში 500-ამდე ადგილობრივი დასაქმდება. როგორც კომპანია „მეტრო“-ში აცხადებენ, სავაჭრო ობიექტი დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებით, როგორებიცაა ტანისამოსი, აქსესუარები, კვების ობიექტები, პარფიუმერია, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი. კომპანიის წარომადგენლების განცხადებით, კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ ბრენდებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ ბრენდთან. ცენტრში წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში უკვე არსებული ახალი ბრენდები, ასევე უცხოური ბრენდებიც.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი