უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 აპრილი, 2017 14:50
font-size

ზურაბ პატარაძე გერმანიის ჰესენის მიწის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანია სატყეო მეურნეობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური და ტექნიკური მიმართულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად, სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ეკონომიკურად საკმაოდ კარგად განვითარებული ჰესენის მხარე ცნობილია სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში არსებული უდიდესი გამოცდილებით. ჰესენის ტყეების მართვის ინსიტიტუციური მოწყობა, ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო, მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათი გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისათვის, კერძოდ, აჭარის რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 65 % ტყის მასივებს უკავია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის როლი განსაკუთრებით დიდია მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში. ამდენად, ქართულ-გერმანული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის მასშტაბით განხორციელდება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მათ რეალიზებაზე ქართველი და გერმანელი სპეციალისტები იზრუნებენ.

,,მოხარული ვარ, რომ აჭარაში ვიმყოფები. უნდა ვითანამშრომლოთ გარემოს განვითარებისთვის, განსაკუთრებიით ტყეების ეკოსისტემების მიმართულებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა თქვენს ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ძალიან ბევრი გამოწვევაა ამ მიმარტულებით. ვისაუბრეთ ტყეების დაცვაზე, კონსერვაციასა და რეკრეაციაზე, რაშიც მთავარ როლს ტურიზმი ასრულებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა პროდუქტიული იქნება და პოზიტიურად განვითარდება“-აღნიშნა კარსტენ ვილკემ.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა სატყეო სფეროს მნიშვნელობას აჭარის რეგიონისთვის. აღნიშნა, რომ ჩვენი მხარე მდიდარია ამ რესურსით და დიდი პერსპექტივა აქვს სატყეო ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში. ზურაბ პატარაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია კურორტ გოდერძზე ,,ალპური ბაღის“ მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს სატყეო ტურიზმის განვითარებას.

რეგიონის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ჩართულობაზე საქართველოში, და კერძოდ აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებში და მადლობა გადაუხადა მათ წარმომადგენლებს.

,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციის ჰესენის მიწის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის განვითარების საკითხები, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანულ მხარეს. იცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყოფილია 3 მლ ევრო გრანტის სახით, რომელიც მოხმარდება სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ჩვენი რეგიონის მომავალ“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ჰესენის გარემოს დაცვის სამინისტოს წარმომადგენლები სატყეო სექტორის მიმართულებით კარსტენ ვილკე და როლფ შულცკე. ასევე, WWF-ის გერმანიის წარმომადგენელი აურელ ჰაიდელბერგი და WWF-ის ამიერკავკასიის ოფისის უფროსი გოგა სანადირაძე.
აღნიშნული შეხვედრა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით გაიმართა.

სოფელ რიყის მოსახლეობამ საძოვრების 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს

23 თებერვალი, 2018 , 15:20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობამ სოფლის საძოვრების რუსეთის მოქალაქეზე, მანანა პოტიონკინაზე 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს. ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ განაცხადეს, რომ სოფელს საძოვრები აღა

სოფელ რუისპირში ადგილობრივებმა უცხოელ ინვესტორებზე მიწის გასხვისება გააპროტესტეს

23 თებერვალი, 2018 , 14:55

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები 15 ჰექტარი მიწის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდზე“ ლოგო მოხსნეს

22 თებერვალი, 2018 , 17:45

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ ლოგო მოხსნილია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა.   ლოგოს მოხსნა უკავშირდება სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებას რებრენდინგის, ლოგოსა და სახელწოდების

„აჭარა ტექსტილი“ პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour

22 თებერვალი, 2018 , 16:55

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ

იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

22 თებერვალი, 2018 , 16:00

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოსახლეობის საქმეებს შეისწავლის. „ყვე

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი დაიჭირეს

22 თებერვალი, 2018 , 12:45

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ თევზის უნიკალური ეგზემპლარი იქნა მოპოვებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოპოვებული ე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე